Need Support?

Beko is here to help you.

მომხმარებლის სახელმძღვანელო

მოდელის მიხედვით ძიება

საგარანტიო პირობები

სტანდარტული და გაფართოებული საგარანტიო პირობები

დაგვიკავშირდით

გსურთ ჩვენთან დაკავშირება?

Register Banner

Do you need any technical assistance?

Visit our Service Finder Page

Popular Questions

გირჩევთ, გაადნოთ მაცივრის საყინულე დაახლოებით თვეში ერთხელ ან როდესაც ყინულის ფენა 0,5 სანტიმეტრის სისქეს მიაღწევს.

 

მშრალი ყინვის მოდელის მაცივრებს არ სჭირდება მექანიკურად გალღობა.

თქვენი მაცივრის მუშაობის დროს, ნორმალურია, რომ გესმოდეთ გამდინარე წყლის მსგავსი ხმები. ეს ხმები წარმოიქმნება, როდესაც სითხე და გაზი შემოდის გამაგრილებელი სისტემის შიგნით. ეს არ ნიშნავს გაუმართაობას.

 

ხმა ასევე შეიძლება მოდიოდეს წყალმომარაგებიდან, თუ თქვენს მაცივარს ყინულის გენერატორი აქვს, ან ავტომატური გალღობის ფუნქციიდან, თუ თქვენი მოწყობილობა არის მშრალი ყინვის მოდელი. ეცადეთ განსაზღვროთ, საიდან მოდის ხმა. თუ ის საყინულიდან ან წყალმომარაგებასა და ყინულის გენერატორს შორის სივრციდან მოდის, ხმა ნორმალურია და რამდენიმე ხნის შემდეგ ავტომატურად გაჩერდება.

 

თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

ხმა რომელიც გესმით, ღია კარის სიგნალია. თუ მაცივრის კარი ან კარები ღიად დაგრჩათ, ღია კარის სიგნალი რამდენიმე წუთში ჩაირთვება. როგორც კი კარს დახურავთ, სიგნალი გამოირთვება.

თქვენი მაცივრის მუშაობის დროს, ნორმალურია, რომ გესმოდეთ გამდინარე წყლის მსგავსი ხმები. ეს ხმები წარმოიქმნება, როდესაც სითხე და გაზი შემოდის გამაგრილებელი სისტემის შიგნით. ეს არ ნიშნავს გაუმართაობას.

 

ხმა ასევე შეიძლება მოდიოდეს წყალმომარაგებიდან, თუ თქვენს მაცივარს ყინულის გენერატორი აქვს, ან ავტომატური გალღობის ფუნქციიდან, თუ თქვენი მოწყობილობა არის მშრალი ყინვის მოდელი. ეცადეთ განსაზღვროთ, საიდან მოდის ხმა. თუ ის საყინულიდან ან წყალმომარაგებასა და ყინულის გენერატორს შორის სივრციდან მოდის, ხმა ნორმალურია და რამდენიმე ხნის შემდეგ ავტომატურად გაჩერდება.

 

თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

ყრუ ხმების გაგონება ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან სარეცხი მანქანა ერთი ეტაპიდან მეორეზე გადადის, მაგალითად ნჯღრევიდან დატრიალებაზე. ასეთ შემთხვევაში ყრუ ხმის გამოცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და დაზიანებაზე არ მიუთითებს. 

 

თუ ეს ხმა რითმულია, მიზეზი შეიძლება იყოს დოლურაში არსებული მძიმე ტანისამოსი ან უცხო საგანი. თუ ფიქრობთ, რომ ეს შემთხვევაა, გააჩერეთ სარეცხი მაქნანა და დაწრიტეთ წყალი შიგნით, რათა ამოიღოთ ეს საგანი. 

 

თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

ეს ხმები ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა თქვენს მოწყობილობაში მიმდინარეობს დოლურაში დარჩენილი წყლის დრენაჟი. ის შეწყდება მთლიანი წყლის დაცლისთანავე.

 

თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

სარეცხმა მანქანამ შეიძლება გამოსცეს ზუზუნის და ბზრიალის ხმა, როცა დოლურა ტრიალებს. თუ ეს ხმა მხოლოდ დრენაჟის დროს გესმით, შესაძლოა იყოს სადრენაჟე შლანგის პრობლემა. 

 

სადრენაჟე შლანგს წყალი გამოაქვს დოლურიდან. ის არ უნდა იყოს გადაღუნული ან გაჭედილი. შეამოწმეთ შლანგი და საჭიროების შემთხვევაში, გაასუფთავეთ ან გაასწორეთ.

 

თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს. 

თუ ხმა რიტმულია, მიზეზი შეიძლება იყოს არათანაბარი დატვირთვა ან უცხო საგნის არსებობა დოლურაში. თუ ფიქრობთ რომ ასეა, გამორთეთ მანქანა და დაცალეთ წყალი. გამოიღეთ უცხო საგნები ან დაამატეთ სხვა ნივთები, როგორიცაა პირსახოცები, დატვირთვის დასაბალანსებლად ისე, რომ არ გადააჭარბოთ მოწყობილობის ტვირთამწეობას.

 

ეს ხმა შეიძლება გამოწვეული იყოს იმითაც, რომ მოწყობილობა ეჯახება შლანგებს, ან კედელს ან კონსოლს. შეამოწმეთ, რომ შლანგები საიმედოდ იყოს დამაგრებული ადგილზე და, რომ მოწყობილობა არ დაძრულა ადგილიდან. 

 

და ბოლოს, შეამოწმეთ, რომ მოწყობილობა სათანადო სიმაღლეზეა და მყარად დგას ფეხებზე. ეცადეთ გაამოძრაოთ სარეცხი მანქანა აქეთ-იქეთ ან წინ და უკან. თუ ის მეტისმეტად ყანყალებს, თქვენი იატაკი ან მოწყობილობის ფეხები შეიძლება უსწორმასწოროა.

 

გამოიყენეთ თარაზო მოწყობილობის ბალანსის შესამოწმებლად. თუ ის გამორთულია, დაარეგულირეთ ფეხები მაცივრის ქვეშ ხელის შეყოფისა და ორი წინა ფეხის პოვნის გზით. მოატრიალეთ ფეხები საათის ისრის მიმართულებით ან მის საწინააღმდეგოდ, სანამ მათ მყარი კავშირი არ ექნებათ იატაკთან.

 

თუ მსგავსი ხმის გამოცემისას თქვენი მოწყობილობა სათანადოდ არ მუშაობს, დაუკავშირდით კვალიფიციურ მომსახურების აგენტს.

general-cta-image

We're here for you!

Whether you need product advice, went to purchase accessories or simply want to give feedback - we're here for you.

(888) 352-2356 Monday through Friday 8 a.m. - 5:30 p.m. CST

Need more support?

Find FAQ's, video guides, articles and more.

Beko