დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება

2 მინ წაკითხვა

5 გზა იმისათვის, რომ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა უფრო ენერგოეფექტური იყოს?

5 მინიშნება, როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა უფრო ენერგოეფექტურად
5 მინიშნება, როგორ უნდა გამოიყენოთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა უფრო ენერგოეფექტურად

 

 

რამდენადაც დადასტურებულია, რომ ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენება ბევრად ენერგოეფექტურია, ვიდრე ხელით რეცხვა, მაინც არსებობს რამდენიმე გზა, რაც თქვენს მოწყობილობას კიდევ უფრო ეკო-მეგობრულს გახდის. გაეცანით შემდეგ მინიშნებებს და თქვენ არა მარტო დაზოგავთ ფულს, არამედ დაეხმარებით კიდეც გარემოს.

 

 

 

01.

აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო ენერგოეფექტური კლასი

 

ჭურჭლის სარეცხი მანქანის შერჩევისას, აუცილებლად აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო ენერგოეფექტური კლასის მოდელი. A+++ კლასის მოწყობილობა შეიძლება ბევრად ძვირი იყოს, მაგრამ ის გაცილებით დიდხანს დაგიზოგავთ ფულს და უმნიშვნელო გავლენას მოახდენს გარემოზე.

 

 

 

02.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჩართეთ მაშინ, როდესაც ის სავსეა

 

დაიცადეთ, სანამ ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ გაივსება და მხოლოდ მერე ჩართეთ. ნახევრად ცარიელი მოწყობილობა ბევრად მეტ ენერგიასა და წყალს იყენებს რამდენიმე თეფშიც გასარეცხად, შესაბამისად, ეს არც ისე ეფექტურია.

 

თუ ერთი-ორი დღე დაგჭირდათ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შესავსებად და გაწუხებთ მოწყობილობაში არსებული სუნი, შეგიძლიათ ჩართოთ ხანმოკლე გავლების ციკლი ჭურჭლის გასასუფთავებლად.

 

თუმცა გახსოვდეთ, ჭურჭლის სარეცხი მანქანის სწორად ჩატვირთვა მნიშვნელოვანია ეფექტურად რეცხვის კუთხით, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ არ გადატვირთოთ მოწყობილობა.

 

 

 

03.

არ გაავლოთ ჭურჭელი წინასწარ, უბრალოდ მოაცილეთ ზედმეტი ნარჩენები

 

ბევრ ჩვენგანს ჩვევად აქვს, თითქმის სუფთა ჭურჭლის ჩატვირთვა სარეცხ მანქანაში. ეს უბრალოდ წყლის ხარჯვაა, ვინაიდან თანამედროვე მოწყობილობები საკმაოდ მძლავრია იმისთვის, რომ საუკეთესოდ მოაშოროს საკვების ნარჩენები. უბრალოდ მოაცილეთ ზედმეტი ნარჩენები და მიეცით ჭურჭლის სარეცხ მანქანას საშუალება, თვითონ გააკეთოს დანარჩენი საქმე.

 

 

 

04.

აირჩიეთ სწორი პროგრამა

 

ბევრ თანამედროვე ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს „ავტომატური“ პროგრამები, რომლებიც იყენებენ სენსორებს ჭურჭლის დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად. სენსორები აყენებენ ოპტიმალურ ტემპერატურას და წყლის რაოდენობას, კონკრეტულად ჩატვირთული ჭურჭლის შესაბამისად.

 

თუ თქვენს მოწყობილობას არ აქვს სენსორები, მას ექნება სტანდარტული და ინტენსიური პროგრამები. ინტენსიური პროგრამები იდეალურია მეტისმეტად დასვრილი ჭურჭლისთვის, მაგრამ არ გამოიყენოთ ეს პროგრამა ოდნავ დასვრილ ჭურჭელზე.

 

ბევრ მოწყობილობას ასევე აქვს „ეკო“ პროგრამა, რაც ამცირებს წყლისა და ენერგიის მოხმარებას 25-30%-ით. ნამდვილად ღირს ამ პროგრამების გამოყენება და ისიც მხოლოდ სრული ჩატვირთვისას.

 

 

 

05.

ისარგებლეთ დენზე ფასდაკლების ტარიფებით

 

ელექტროენერგიის ტარიფები ხშირად შედარებით დაბალია დღის გარკვეულ საათებში, ჩვეულებრივ, ფასდაკლების საათებში, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩართვისას. ეს გაცილებით ადვილია, თუ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას აქვს დაყოვნება-დაწყების ან ტაიმერის ფუნქცია.

 

 

 

თუ გაითვალისწინებთ ამ მითითებებს, თქვენ დაზოგავთ არა მარტო ენერგიას, არამედ დროსაც თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანით.

 

 

სხვასთან გასაუბრება გირჩევნიათ?

Beko