სავლები საშუალებები და მარილი არის ნივთიერებები, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის მიერ საუკეთესო რეცხვასა და შრობას. საჭიროა ამ ნივთიერებებით რეგულარულად შევსება.
ზოგიერთი მოწყობილობის წინა ეკრანზე არის გამაფრთხილებელი შუქები, რომლებიც მიუთითებს, როდის უთავდება მოწყობილობას სავლები საშუალება და ჭურჭლის სარეცხი მარილი.
სავლები საშუალებით შევსება
სავლები საშუალება განდევნის წყალს თქვენი ჭურჭელის ზედაპირიდან წყლის საბოლოო გადავლებისას და ხელს უწყობს შრობის პროცესს. ის ხელს უშლის წყლის წვეთების შეშრობას ჭურჭელზე და არ ტოვებს წყლის ლაქებს.
როცა სავლები საშუალების ნათურა აინთება თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, მისი შევსების დროა. სავლები საშუალების ავზი მოთავსებულია თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის კარის შიგნით, სარეცხი საშუალების ავზის გვერდით. გახსენით ავზის თავსახური, ჩაასხით სავლები საშუალება, სანამ ავზი არ აივსება და დაახურეთ თავსახური.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის შევსება
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილი იყიდება გრანულარულ ფორმაში და ეხმარება თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა დამარბილებელ განყოფილებას ონკანის წყლის სიხისტის შემცირებაში.
როცა მარილის მაჩვენებელი ნათურა აინთება თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე, მისი შევსების დროა. მარილის ავზი მოთავსებულია თქვენი მოწყობილობის შიგნით, ჭურჭლის ქვედა ცხაურის ქვემოთ და მარცხნივ.
ავზთან წვდომისთვის გამოიღეთ ქვედა ცხაური და მოხსენით თავსახური მარილის ავზს. ჩაყარეთ მარილი, სანამ არ აივსება ავზი და დაახურეთ თავსახური.
ჭურჭლის სარეცხი მანქანის მარილის ავზებში წყალი ასხია, რომელიც შეიძლება გადმოვიდეს, როდესაც ავზს მარილით გაავსებთ. მარილი შესაძლოა ჩაიყაროს მოწყობილობის შიგნით, როცა მარილის ავზს ავსებთ. ჭურჭლის სარეცხი მაქნანის ავზის შიგნით არსებულმა მარილმა შესაძლოა გაკაწროს მინის ჭურჭელი.
მარილის გაბნევის შესამცირებლად, ავზში მარილის ჩასაყრელად გამოიყენეთ ძაბრი, რომელიც მოყვა Beko-ს ჭურჭლის სარეცხ მანქანას, და მოწმინდეთ ავზიდან გადმოღვრილი წყალი ან დაბნეული მარილის გრანულები. შევსების შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ თავსახური ავზს.
ჩართეთ წინასწარი რეცხვის პროგრამა ან ყველაზე ხანმოკლე პროგრამა იმ მარილის მოსაშორებლად, რომელიც შესაძლოა გაბნეულიყო მოწყობილობის შიგნით. თავსახურის ქვეშ არსებული მარილის გრანულები გაიხსნება წინასწარი რეცხვის დროს და შესაძლოა გამოიწვიოს თავსახურის მოშვება. შეამოწმეთ თავსახური პროგრამის ბოლოს და დახურეთ ის მჭიდროდ.