თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შეიძლება თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდეს სამზარეულოში, მაგრამ მისი საუკეთესო მუშაობისთვის, სწორად უნდა დატვირთოთ ის. ზედმეტი ჭურჭლის ჩატვირთვამ ან არასწორმა დატვირთვამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს მისი მუშაობა, ამიტომ ეს სახელმძღვანელო გთავაზობთ საუკეთესო მიდგომებს თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის დატვირთვასთან დაკავშირებით.
სანამ ჩატვირთავთ
არასწორი მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩატვირთვამდე ჭურჭელი და დანა-ჩანგალი საგულდაგულოდ წინასწარ უნდა გარეცხოთ, რაც ზოგიერთს აფიქრებინებს, რომ ხელით უნდა გარეცხონ სერვიზებიც.
გარდა იმისა, რომ ხელით რეცხვასთან შედარებით ჭურჭლის სარეცხი მანქანა ელექტროენერგიისა და წყლის მოხმარების კუთხით ეფექტურია, არ არის აუცილებელი ჭურჭლის წინასწარ გარეცხვა მანქანაში ჩატვირთვამდე. უბრალოდ მოაცილეთ ჭურჭელს საჭმლის ნარჩენები და დანარჩენზე თქვენი მოწყობილობა იზრუნებს.
ჩატვირთვამდე, ჯობს შეიხედოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის კამერაში, უბრალოდ იმის შესამოწმებლად, რამე ხომ არ ჩავარდა სარეცხი მანქანის მილაკში წინა ციკლის დრო.
„do“ და „don’t“ („კი“ და „არა“)
ზოგიერთი ამას ხელოვნებას უწოდებს. მაგრამ არსებობს ჭურჭლის სარეცხი მანქანის სათანადოდ ჩატვირთვის ორი მთავარი წესი.
1. ყველაფერი ჩადეთ სახით შუისკენ და
2. ეცადეთ, ნივთები ერთმანეთს არ შეეხოს (რამდენადაც ეს შესაძლებელია)
კიდევ დავამატებდით მესამე გამოთქმას „არ გადატვირთოთ“, მაგრამ მეორე წესმა უნდა იზრუნოს ამაზე. ეს ორი მარტივი წესი უზრუნველყოფს იმას, რომ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსებულ ყველა ნივთს თანაბრად მოხვდეს წყალი და მათი ზედაპირები წყლის საშხეფელას მიმართულებით იყოს მიმართული.
ზედა თაროს დატვირთვა
ზედა თარო განკუთვნილია ჭიქების, კათხების, ჭიქებისა და პატარა თასებისთვის. დაალაგეთ ეს ნივთები თავდაყირა ზედა თაროზე ისე, რომ წყალი შიგნითაც მოხვდეს.
ზედა თაროს ხშირად კბილანები აქვს (გრძელი, თხელი წკირები საგნების მწყობრში დასაჭერად) პატარა თასებისთვის. შეამოწმეთ, რომ თასები ისე იყოს ჩატვირთული, რომ ისინი, რომლებიც კალათის წინა ნახევარშია, მიმართული იყოს უკნისაკენ და ისინი, რომლებიც უკანა ნახევარშია მოთავსებული, მიმართული იყოს წინისკენ. ეს პოზიცია უზრუნველყოფს, რომ თასების შიდა ზედაპირებს პირდაპირ მოხვდეს წყლის ნაკადი.
მოერიდეთ გადატვირთას, რაც ძირითადად ნიშნავს რომელიმე ზედაპირს შეიძლება ვერ მიწვდეს საშხეფელას წყალი მეტისმეტად ბევრი ჭურჭლის გამო. ყველაფერი კომპაქტურად უნდა ეწყოს თაროზე, არც მეტისმეტად თავისუფლად ისე, რომ იმოძრაოს და არც მეტისმეტად მჭიდროდ, რომ იჭრიალოს ან გატყდეს.
პატარა ან საშუალო ზომის ქვავები და ტაფებიც შეგიძლიათ დაალაგოთ ზედა თაროზე, ოღონდ, აუცილებლად სახით ქვედა მიმართულებით. თქვენს ზედა თაროს შეიძლება ჰქონდეს დანა-ჩანგლის ჩასადები თარო, რომელიც იკეცება გვერდიდან. ნიჩბები, ჩამჩები და სამზარეულოს სხვა გრძელი ინვენტარი ისე ჩაალაგეთ, რომ შეზნექილი ზედაპირები ქვედა მიმართულებით იყოს. თუ თქვენს ჭურჭლის სარეცხ მანქანას არ აქვს სამზარეულოს ხელსაწყოების თარო, უბრალოდ დაალაგეთ ისინი ჭიქებისა და ფინჯნების რიგებს შორის ზედა თაროზე. თუმცა გახსოვდეთ, ხის ინვენტარი და სამზარეულოს კარგი დანები არასოდეს უნდა გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.
დანა-ჩანგლის კალათის გამოყენება
დანა-ჩანგლის კალათის დატვირთვისას, უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. პირველი, გახსოვდეთ, რომ უჟანგავი ფოლადი და ვერცხლი შეიძლება რეაქციაში შევიდეს ერთმანეთთან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და გამოიწვიოს ვერცხლის ნივთების დაზიანება. დარწმუნდით, რომ ისინი დანა-ჩანგლის კალათის საპირისპირო მხარეს აწყვია.
არ დააჯგუფოთ ერთი და იგივე ტიპის დანა — ჩანგალი, აურიეთ ისინი! ერთი და იგივე ტიპის დანა-ჩანგალს, განსაკუთრებით კოვზებს, ერთმანეთში „ჩაჯდომის“ თვისება აქვთ. რაც იმას ნიშნავს, რომ წყალი ვერ ხვდება ყველა ნივთის ზედაპირს.
ამის თავიდან ასაცილებლად კი უტყუარი საშუალებაა თავსახურებში არსებული ღარების გამოყენება, რომლებიც იშლება დანა-ჩანგლის კალათების ზემოდან. აქ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ გაცილებით შრომატევადი და ხანგრძლივია თქვენი დანა-ჩანგლის ჩალაგება და ამოლაგება.
და ბოლოს, დანები იწყობა თავით ქვევით! უსაფრთხოებისთვის, დანები ბასრი პირებით მოათავსეთ თავით ქვევით და სახელურებით ზემოთ.
მოქნილი თაროები
თანამედროვე ჭურჭლის სარეცხი მანქანებს სხვადასხვა დამატებით თაროებსა და მოქნილ გადაწყვეტილებებს გთავაზობენ. გასასრიალებელი მესამე თარო დანა-ჩანგლისთვის უფრო და უფრო პოპულარული ხდება იმ გაგებით, რომ ადგილს უთმობს ქვედა თაროს. ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა FlexiDrawer™, მეტად მოქნილს ხდის თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ჩატვირთვას.
ქვედა თაროს დატვირთვა
სწორედ აქ უნდა ჩაალაგოთ დიდი თეფშები და თასები, ასევე დიდი ქვაბები და ტაფებიც. ხშირად, შეიძლება სხვადასხვა ნივთის ერთად ჩალაგებაც მოგინდეთ. თეფშები და თასები ისე უნდა ჩალაგდეს, რომ სახით ჭურჭლის სარეცხი მანქანის ცენტრისკენ იყოს მიმართული; ეს უზრუნველყოფს წყლის ჭავლის მოხვედრას მათ ზედაპირებზე. აღიშნული ნივთების სწორ პოზიციაში ჩასალაგებლად გამოიყენეთ ქვედა თაროს კბილანები.
თუ თქვენს ქვედა თაროს აქვს დამჭერი კბილანები, ეს შეიძლება დაგეხმაროთ მოუხერხებელი დიდი ნივთებისთვის, როგორიცაა ქვაბები და ტაფები, ადგილის გასათავისუფლებლად. და კიდევ, შეამოწმეთ, რომ შიდა ზედაპირები მიმართული იყოს საშხეფელასკენ.
და ბოლოს, ნებისმიერი დიდი, ბრტყელი ნივთი, როგორიცაა საჭრელი დაფები ან ხის თეფშები, უნდა ჩალაგდეს უჯრის გვერდზე იმისათვის, რომ ხელი არ შეუშალონ საშხეფელას.
ახლა როცა სწორად ჩატვირთეთ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შეგიძლიათ ჩადოთ ცოტა სარეცხი საშუალება, აირჩიოთ პროგრამა და დაისვენოთ, სანამ თქვენი მოწყობილობა ასრულებს რთულ სამუშაოს თქვენს ნაცვლად!