ევროპის წამყვანი საყოფაცხოვრებო ბრენდი ბეკო 2022 წელს, რეალურ ლიდერებს შორის მეოცე ადგილზე გავიდა top 200 გავლენიან კომპანიას შორის.
Real Leaders Impact Awards-ის ჯილდო, რომელიც ყოველწლიურად გაიცემა და რომელიც აფასებს მსოფლიოს წამყვანი კომპანიების სოციუმსა და გარემოზე ზემოქმედებას, ჩვენთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვამაყობდით 2022 წლის ნამდვილი ლიდერების სიის გამოცხადებისას, რომელიც აჯილდოვებს ყველა ზომის და სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ მსოფლიო უკეთეს ადგილად აქციონ.
რადგან ჩვენ, ბეკოში გვჯერა, რომ "ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ჯანსაღ პლანეტაზეა შესაძლებელი". ჩვენი მდგრადი პოლიტიკის შესაბამისად, ვცდილობთ რომ თაობები ჯანსაღ ცხოვრების მნიშვნელობაზე დავაფიქროთ.
სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამ სიაში მე-20 ადგილზე ვართ. Beko-ს რეიტინგი რეალური ლიდერების სიაში აჩვენებს, რომ კომპანიის მდგრადი პოლიტიკას რეალური შედეგები აქვს და სწორედ ეს არის ნამდვილი ლიდერებეის მიზანი. ჩვენი მდგრადი პოლიტიკით ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანებისა და სხვა კომპანიების წახალისებას.
ჩვენ, ბეკოში ორიენტირებული ვართ ინოვაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს მდგრადობას.
ჩვენ შევიმუშავეთ ეკოლოგიურად სუფთა მოწყობილობები, რომლებიც ჩვენი მომხმარებლის ცხოვრებას უფრო ჯანსაღსა და მარტივს ხდის. ჩვენ არასოდეს დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ახალი, გადამუშავებული პროდუქტები გავხადოთ ეკოლოგიურად უფრო სუფთა და ამასთან ერთად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მათი მუშაობისა და გამძლეობის ხარისხი.
ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს შექმნას მდგრადი სამყარო რეციკლირებული მასალების, ბიოკომპოზიტებისა და სარეცხი საშუალებების დაზოგვის გზით და ვუპასუხოთ ნებისმიერ კითხვას, რომელიც ამ თემას ეხება.
თითოეულ EcoTub სარეცხი მანქანისა საშრობისთვის პლასტმასის მილების დასამზადებლად დაახლოებით 60-მდე რეციკლირებული 0.5 ლიტრიანი ბოთლი გამოიყენებოდა.
EcoFiber ღუმელისთვის კი 5% გადამუშვებული სათევზაო ბადისა და 65% სამრეწველო ძაფების ნარჩენებია გამოყენებული პლასტმასის ნაწილებში, ისეთში, როგორიცაა კარების პლასტმასის დეკორი და ფანჯრის კუთხეები.
AutoDose ჭურჭლის სარეცხი მანქანა ყოველ ჯერზე და ყოველ რეცხვაზე ანაწილებს სარეცხი საშუალებას. AutoDose იყენებს დაახლოებით 28%-ით ნაკლებ სარეცხ საშუალებას ვიდრე სხვა ჭურჭლის სარეცხი მანქანები იმისათვის, რომ ჯანსაღ პლანეტაზე ჯანსაღად ვიცხოვროთ.
ამიტომ ჩვენთვის საამაყოა, რომ ბეკოს სურვილი - დაეხმაროს როგორც ადამიანების, ასევე პლანეტის სიჯანსაღეს, ამ სპეციალური ჯილდოთი იქნა დაფასებული. ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას უფრო ჯანსაღი და მდგრადი სამყაროსთვის.
რა არის ჩვენი, როგორც ბრენდის მიზანი?
თეთრი ტექნიკის წარმოებისას, რაც ჩვენი მომხმარებლების ცხოვრებას უფრო ჯანსაღს და მარტივს ხდის, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მდგრად და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. გვჯერა, რომ ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ ჯანსაღ პლანეტაზეა შესაძლებელი, ჩვენ კი ყველა ნაბიჯს შესაბამისად ვდგამთ.
რომელ პოზიციაზე იმყოფება ბეკო რეალური ლიდერების სიაში?
ბეკომ მე-20 ადგილი დაიკავა 2022 წლის top 200 რეალურ ლიდერ კომპანიას შორის. ჯილდო აღიარებს ორგანიზაციებს, რომლებიც ახდენენ დადებით ზეგავლენას სოციუმსა ან/და გარემოზე.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ჯანსაღი პლანეტისთვის?
ხელით რეცხვის ნაცვლად, ჭურჭელი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხეთ. დაახარისხეთ ნარჩენები. გამოიყენეთ მრავალჯერადი დტენვის ელემენტები. აირჩიეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. გამოიყენეთ საბუთების ელექტონული ფორმები. და რა თქმა უნდა, აირჩიეთ ბრენდი, რომელიც ზრუნავს გარემოზე.