რამდენად ხშირად წასულხართ საყიდლებზე და გიყიდიათ რაიმე სპეციალური შეთავაზების გამო? ან უბრალოდ თავი ვერ შეგიკავებიათ მწკრივში ლამაზად ჩაწყობილი ფერადი ბოსტნეულისა და ხილის დანახვისას? ჩვენ ყველას გვსურს ვიკვებოთ ჯანსაღად ან გვიყვარს სარფიანი შეთავაზებები, მაგრამ ეს შეთავაზება სარფიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვიყენებთ და არ გავფლანგავთ.
მოდით შევხედოთ სტატისტიკას. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით: მსოფლიოში დამზადებული საკვების ერთი მესამედი იფლანგება ან საერთოდ იკარგება, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 1,3 მილიარდ ტონას შეადგენს. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში საკვების ნარჩენების დაახლოებით 70% მოდის მომხმარებელთა სახლებზე მოდის და სამწუხაროდ, მთლიანი საკვების 13% იკარგება არასათანადო გაგრილების გამო. სწორედ ამიტომ, ჩვენ გამოვიმუშავეთ ტექნოლოგია, რომელიც შთაგონებას თავად ბუნებიდან იღებს და საკვებს უფრო დიდხანს ინარჩუნებს. ბეკოს მაცივრები ინოვაციური AeroFlow ტექნოლოგიის წყალობით უზრუნველყოფს ცივი ჰაერის ეფექტურ გადანაწილებას, რათა ახალ საკვებს სიცინცხლე და წვნიანობა უფრო დიდხანს შეუნარჩუნოს. AeroFlow ტექნოლოგია ტემპერატურის თანაბრად განაწილებითა და ტემპერატურული რყევების შემცირებით, თავიდან აგაცილებთ ახალი საკვების დეჰიდრადაციას. ამრიგად, გაგიადვილებთ საკვების დაზოგვასაც.
არის თუ არა ტემპერატურის კონტროლი გადამწყვეტი საკვების სიჯანსაღის შესანარჩუნებლად?
დიახ. თუ მაცივარი ზედმეტად თბილია, საკვები გაფუჭდება, ხოლო თუ ზედმეტად ცივი, თქვენი საკვები შეიძლება გაიყინოს. ბეკოს ინოვაციური Aerorlow ტექნოლოგია უზრუნველყოფს გრილი ჰაერის თანაბარ განაწილებას საკვების ხანგრძლივად შენახვისთვის.
გეხმარებათ თუ არა მაცივარი საკვების სიჯანსაღის შენარჩუნებაში?
საკვების სიახლის შენარჩუნება და გაფუჭების თავიდან აცილება ნიშნავს ბაქტერიების აქტივობის შემცირებას. მთავარი ბაქტერიების აქტივობის შენელებაა, რათა საკვებმა უფრო დიდხანს გაძლოს.
კიდევ რა შემიძლია გავაკეთო საკვების ნარჩენების შესამცირებლად?
Beko-ს AeroFlow ტექნოლოგიის გარდა, არ გადააჭარბოთ თქვენს მაცივარს, ჰაერს უჭირს მასში ცირკულაცია და გააფუჭებს თქვენს საკვებს. შეზღუდეთ სივრცე, ეს შეამცირებს საკვების ნარჩენებს და შეინარჩუნებს ნივთებს უფრო დიდხანს.