მადლობას გიხდით უკუკავშირისთვის
თქვენ ახლახან დაამატეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიას.
თქვენ ახლახან წაშალეთ ეს პროდუქტი თქვენი სურვილების სიიდან.
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
სურვილების სიაში მეტის დამატება შეუძლებელია
დარწმუნებული ხართ, რომ გსურთ თქვენი შედარების წაშლა?
გაგრძელება
თქვენ შეგიძლიათ შეადაროთ მხოლოდ ერთი და იგივე კატეგორიის პროდუქტები.
თქვენ ახლახან დაამატეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენ ახლახან წაშალეთ ნივთი შესადარებლად! განაგრძეთ!
თქვენი შესადარებელი სია სავსეა!
თქვენ დაამატეთ მხოლოდ 1 პროდუქტი. გთხოვთ დაამატოთ მეტი პროდუქტი შესადარებლად
ეს სუნი ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან მოდის?
ეს სუნი ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან მოდის?

5m წაკითხული

ეს სუნი ჩემი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან მოდის?
Is that smell coming from my dishwasher?
Is that smell coming from my dishwasher?

ბეკოს IonGuard® ტექნოლოგია იყენებს ვენტილატორსა და დამალულ იონიზატორს სუფთა ჰაერის ცირკულაციისთვის და ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიგნით ცუდი სუნის მოსაშორებლად მავნე გაზების ან ქიმიკატების გამოყენების გარეშე.

 

თეთრი ჭურჭელი, რომელსაც სახლში ყველაზე ხშირად ვიყენებთ, სამზარეულოს ჰიგიენის განუყოფელი ნაწილია, ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი სხვადასხვა მიზეზის გამო დროდადრო სუნის გამოშვებას იწყებს. მოდით ერთად გავარკვიოთ მიზეზები...

 

1- გასარეცხი ჭურჭლის დიდხანს დაყოვნება

 

ზოგიერთ სახლში ჭურჭლის სარეცხი მანქანა ძალიან ნელა ივსება. ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დიდხანს დატოვებული გასარეცხი ჭურჭელი არის უსიამოვნო სუნის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი. 

 

2- ჭურჭლის სარეცხი მანქანის გადატვირთული ფილტრი

 

ფილტრი, რომელიც ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან გამომავალ ჭუჭყიან წყალს ფილტრავს, აუცილებელია, ხშირად გაიწმინდოს. გასაწმენდი ფილტრის გამო მილებში საკვების ნარჩენები გროვდება, რაც უსიამოვნო სუნს იწვევს.   

 

 3 - ჭურჭლის სარეცხი მანქანის მილების გაპოხვა 

 

გასარეცხი ჭურჭელი ზოგჯერ ზედმეტად ცხიმიანია. ეს ცხიმი, რომელიც წყლის გამოსადენ მილებში მოძრაობს, მათ კედლებს ეკვრის და შეიძლება წყლის გაჭედვა, დატბორვა და უსიამოვნო სუნი გამოიწვიოს. 

 

რეგულარული წმენდის გარეშე ცუდი სუნი თქვენს სამზარეულოს მალე ეწვევა, თუმცა, ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად. 

არსებობს რამდენიმე მარტივი გზა არსებობს.

 

 

ხშირად გაწმინდეთ ფილტრი

 

ამისათვის გამოიღეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის ქვედა თარო და გახსენით ფილტრის საფარი. ფრთხილად ამოიღეთ ფილტრი და გაწმინდეთ რბილი ქსოვილით ან ფუნჯით გაავლეთ გამდინარე, თბილ წყალში. ეს მარტივი ნაბიჯები დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევაში. 

 

არსებობს სუნის მოშორების ბუნებრივი მეთოდებიც. 

 

ძმარი ხშირად გამოიყენება სახლის დასუფთავებაში. ჭურჭლის რეცხვისას ძმრის დამატება ხელს უშლის კირის წარმოქმნას და წმენდს ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიგთავსს. ამის გარდა, შეგიძლიათ ძმრითა და წყლით დასველებული ნაჭრით გაწმინდოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა კედლები. სხვაობას მალე შეამჩნევთ. არ შეგეშინდეთ, ძმრის სუნი დიდხანს არ დარჩება. 

 

 

ასევე, გამოიყენება ლიმონის წვენისა და საკვები სოდის ნაზავი. დაასველეთ ნაჭერი და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაწმინდეთ ჭურჭლის სარეცხი მანქანის შიდა სივრცე. ნახავთ, რომ ჭუჭყი მარტივად შორდება. გამოიყენეთ ლიმონისა და სოდის ნაზავი ცარიელ მანქანაში, ეს მილებსაც გაწმენდს. სოდას მთლიანი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გაწმენდა შეუძლია. ეს არის ჯანსაღი და ეფექტური გზა, გააქროთ უსიამოვნო სუნი თქვენი მანქანიდან და მოაშოროთ კირის ნადები. უბრალოდ მოათავსეთ საკვები სოდა დისპენსერში და ჩართეთ ცარიელი მანქანა. 

 

IonGuard ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მავნე ქიმიკატების გამოყენების გარეშე. დარწმუნებული იყავით, რომ IonGuard-თან და ჩვენს რჩევებთან ერთად ჭურჭლის სარეცხი მანქანის უსიამოვნო სუნს სამუდამოდ დაემშვიდობებით

How to prevent unpleasant dishwasher smell?
How to prevent unpleasant dishwasher smell?

როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო სუნი ჭურჭლის სარეცხი მანქანიდან ?

 

გაასუფთავეთ თქვენი მანქანა თვეში ერთხელ. ჭურჭლის გასარეცხად მხოლოდ სპეციალური სარეცხი საშუალება გამოიყენეთ და მიჰყევით მწარმოებლის რეკომენდაციებს. თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანას ყოველდღიურად არ იყენებთ, მოხმარების შემდეგ ჩაატარეთ გამორეცხვის ციკლი, რათა მანქანაში საკვების ნარჩენები არ დარჩეს. 

 

What should I do first when my dishwasher starts to smell?
What should I do first when my dishwasher starts to smell?

რა უნდა მოვიმოქმედოთ პირველ რიგში, როცა ჭურჭლის სარეცხი მანქანა უსიამოვნო სუნის გამოშვებას დაიწყებს?

 

გამომდინარე გამოყენების სიხშირიდან, გირჩევთ, რომ 4-6 თვეში ერთხელ ცარიელი მანქანა ჩართოთ. ეს უზრუნველყოფს ტექნიკის ეფექტურ მუშაობასა და სუნის მოშორებას. თუ თქვენს მოწყობილობაზე სათანადოდ არ იზრუნეთ, შეიძლება პლასტმასისგან დამზადებულ ადგილებში უსიამოვნო სუნი გაჩნდეს. 

How does Beko IonGuard technology help prevent odors?
How does Beko IonGuard technology help prevent odors?

როგორ აშორებს Beko IonGuard ტექნოლოგია უსიამოვნო სუნს? 

 

გარეცხვიდან 2-3 დღეში შეიძლება მანქანამ უსიამოვნო სუნი გაუშვას. IonGuard® ტექნოლოგია, ნაცვლად ქიმიკატებისა, იყენებს ვენტილაციას და იონიზატორს რათა მოწყობილობაში 

 სუფთა ჰაერმა იტრიალოს. ასე ჭურჭლის სარეცხ მანქანას უსიამოვნო სუნი შორდება და ყოველთვის სუფთა რჩება.

 

გაზიარება

Beko