ბეკოს ჩასაშენებელ ღუმელს AeroPerfect ტექნოლოგიით აქვს ვენტილაციის ინოვაციური სისტემა, რომელიც შთაგონებულია თვითმფრინავის დიზაინით. ის თავის საქმეს ყოველ ჯერზე იდეალურად ასრულებს.
ბოლო დროს სახლში საჭმელს ალბათ სულ უფრო ხშირად ამზადებთ. შესაძლოა ეს პანდემიური ცხოვრების არც ისე სასიამოვნო გამოცდილების შედეგია, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის ასე უკეთესია.
თუ ჯანსაღი კვება თქვენი მიზანია, ორი გზა გაქვთ - მიირთვათ ისეთ ადგილას, რომელსაც ძალიან ენდობით, ან თავად მოამზადოთ თქვენს ღუმელში. პირველი ვარიანტი ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი. სამაგიეროდ, შეგიძლიათ ჯანსაღი კერძის ღუმელში მომზადება ისწავლოთ.
საჭმლის სახლში მომზადება ერთ-ერთი საუკეთესო რამაა, რისი გაკეთებაც თქვენი ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ.
მზა კერძების უდიდესი ნაწილი, რომელსაც გარეთ მიირთმევთ, ალბათ ზეთში იწვება. სახლში კი, იგივე კერძის სწორად გამოცხობა შვებას მოუტანს თქვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას, რადგან ღუმელში ცხობა ამცირებს ცხიმებისა და კალორიების რაოდენობას, ეს კი გეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა და მომნელებელი სისტემისთვისაც ყველაფერი უფრო მარტივი ხდება.
მომნელებელ სისტემასთან ერთად, ასე თქვენს კუჭსაც აამებთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად ამზადებენ სახლში, ავტომატურად უფრო ნაკლებ შაქარს და ცხიმს მოიხმარენ, ვიდრე ისინი, ვინც გარეთ ჭამას ამჯობინებენ. ნაკლები ცხიმისა და შაქრის მოხმარებით, კუჭსაც ნაკლებად დატვირთავთ. ასევე, გამოცხობისას საკვები მეტალთან
ღუმელში სრულყოფილი შედეგის მიღწევა ყოველ ჯერზეა შესაძლებელი!
ბეკოს ჩასაშენებელ ღუმელს AeroPerfect ტექნოლოგიით აქვს ვენტილაციის ინოვაციური სისტემა, რომელიც შთაგონებულია თვითმფრინავის დიზაინით. გაუმჯობესებული მაღალსიჩქარიანი ვენტილაციის სისტემის წყალობით, უზრუნველყოფს ჰაერის სტაბილურ და ერთგვაროვან ნაკადს ღუმელის მთელ სივრცეში. ცხელი ჰაერი აღწევს ყველაზე შორეულ კუთხეებშიც კი, რაც უზრუნველყოფს კერძის თანაბარ მომზადებას.
არის თუ არა ცხობა საჭმლის მომზადების ყველაზე ჯანსაღი გზა?
გამოცხობა საჭმლის მომზადების ყველაზე გავრცელებული ტექნიკაა, რომელსაც გირჩევენ ჯანდაცვის ექსპერტები და ექიმები, რათა კერძები თქვენ და თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა უფრო ჯანსაღი კერძები მიირთვათ.
როგორ მოვამზადოთ იდეალურად?
გამოიყენეთ ახალი ინგრედიენტები. ცხობის დაწყებამდე ღუმელი ბოლომდე გააცხელეთ. კერძი ღუმელის ცენტრში მოათავსეთ.
როგორ უზრუნველყოფს Beko AeroPerfect ღუმელი ყოველ ჯერზე სრულყოფილ შედეგს?
Beko-ს ჩაშენებული ღუმელი AeroPerfect ტექნოლოგიით მინიმუმამდე ამცირებს ტემპერატურის ცვლილებას ღუმელში და საკვებს სრულყოფილად გამოცხობის საშუალებას აძლევს. ცხელი ჰაერის თანაბარი განაწილება უზრუნველყოფს შებრაწვის თანაბარ დონეს. აღმოაჩინეთ Beko-ს ჩაშენებული ღუმელები AeroPerfect ტექნოლოგიით!